ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში მორიგი ახალი პროექტი - ლიტერატურული გარდერობი - შედგა. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებმა ლიტერატურული გარდერობიდან მოირგეს სათანადო კოსტიუმები და განასახიერეს წიგნების ავტორები და პერსონაჟები. საღამოს დასასრულს ახალგაზრდები ჩაისთან და ყავასთან ერთად ინტელექტუალური თამაშებით გაერთნენ.