ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით წიგნის მოყვარული ახალგაზრდების ჯგუფ B612-ის წევრებმა გამართეს საღამო - „ერთი ღამის მისტერია.“ ლიტერატურულ კოსტუმირებულ კარნავალზე ახალგაზრდებმა მოაწყვეს ექსკლუზიური თამაშები, გაიმართა სალონური საუბრები, მონაწილეებმა განასახიერეს სხვადასხვა პერსონაჟთა ეტიუდები და ცნობილ ადამიანთა სასკოლო ცხოვრების წარმოსახვითი ეპიზოდები. საღამო მისტერიული ღამის ცეკვებით დასრულდა.