ბიბლიოტურის ფარგლებში საბავშვო მწერლის ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღეს ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკას ესტუმრნენ აკაკი წერეთლის სახელობის №1 საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეები პედაგოგ ეკატერინე გობეჩიასთან ერთად.

პატარები გაეცნენ ბიბლიოთეკის მუშაობის სპეციფიკასა და სერვისებს, ამერიკული კუთხის პროექტებს, დაათვალიერეს ფონდები და განყოფილებები, შეარჩიეს მათთვის საინტერესო წიგნები, დარეგისტრირდნენ მკითხველებად და წასაკითხად გაიტანეს წიგნები.

ბავშვებმა მოისმინეს საუბარი წიგნსა და წიგნიერებაზე.

პატარები აღმოჩნდნენ წიგნების ჯადოსნურ სამყაროში, რომელში მოგზაურობითაც დარწმუნდნენ, რომ ეს სწორედ ის ადგილია, სადაც ნამდვილად იპოვიან ,,სიბრძნის მარცვლებს“.