ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში დიდი ქართველი მწერალისა და საზოგადო მოღვაწის იონა მეუნარგიას დაბადებიდან 173-ე წლისთავთან დაკავშირებით განხორციელდა პროექტი - თარგმნე „ვეფხისტყაოსანი“ ფრანგულად და გერმანულად.
პროექტში ჩაერთნენ ზუგდიდის ქართულ-ფრანგული სკოლისა და კახათის №1 საჯარო სკოლის უფროსკლასელები.
„ვეფხისტყაოსნის“ რჩეული ამონარიდები ფრანგულად თარგმნეს ქართულ-ფრანგული სკოლის მოსწავლეებმა: ლიზი ლატარიამ, მართა არქანიამ, მერიკო შენგელიამ, ნანუკა თორდიამ, მარი არქანიამ და ელენე ქობალიამ პედაგოგ მედიკო ჭაჭუასთან ერთად.
შოთა რუსთველის უკვდავი პოემის ნაწყვეტების გერმანული თარგმანები კი შეასრულეს კახათის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა: მარიამ ბულიამ, ალიკა ჩახაიამ, მარიამ გუგუჩიამ და თაკო ხაზალიამ პედაგოგ ნონა დარასელიასთან ერთად.
ახალგაზრდებმა მოისმინეს ბიბლიოთეკის დირექტორის ბატონ ბესიკ არახამიას საჯარო ლექცია „ვეფხისტყაოსნის“ ფრანგული და გერმანული თარგმანების ისტორიაზე.
