ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკაში დაიწყო ვლადიმერ ხვიტიას საავტორო ლექციათა ციკლი - „12 მსოფლმხედველობა“.

პირველი საჯარო ლექციის თემატიკა იყო „ადამიანის ფენომენი ადრეული რენესანსის ეპოქაში“.

ბატონმა ვლადიმერმა ადრეული რენესანსის ეპოქაში ადამიანის ფენომენი მიმოიხილა იტალიელი ფერმწერის, მოქანდაკისა და არქიტექტორის ჯოტო დი ბონდონეს ფერწერული ნამუშევრებისა და ფრესკების მიხედვით.

რაც შეეხება ბატონ ვლადიმერს, იგი გახლავთ ფერმწერი, მოქანდაკე, საქართველოს მხატვართა ლიგის წევრი, რომელიც გერმანულ ენაზე კითხულობს ლექციებს გერმანიასა და შვეიცარიაში. ვლადიმერ ხვიტია ვიეთენის (გერმანია) პედაგოგიური ინსიტუტის ფერწერისა და ქანდაკების ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. ის აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებზე.