ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრში საჯარო სკოლების მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის ცენტრალურ ბიბლიოთეკასთან არსებული წიგნისმოყვარული საზოგადოება B612-ის გაწეული საქმიანობის ანგარიში შედგა.
რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მამუკა ბულიამ, ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დირექტორმა ბესიკ არახამიამ და ზუგდიდის ტექნოპარკის დირექტორმა ანუკი ასათიანმა ისაუბრეს ახალგაზრდული საქმიანობის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე, ასევე ბიბლიოთეკასა და ტექნოპარკში დაგეგმილ ახალგაზრდულ პროექტებზე.
შეხვედრაზე გაზიარდა ყველა ის აქტივობა, რომელიც B612-სა და ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკას აქცევს ახალგაზრდული მიმართულებით საქმიანობის მნიშვნელოვან ნაწილად.
B612 გახლავთ ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკასთან არსებული წიგნის მოყვარულთა საზოგადოება, რომელმაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ქალაქსა და მის ფარგლებს გარეთ, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, არაერთი საინტერესო აქტივობა განახორციელა.

