ასოციაცია „გზამკვლევის“ აუტისტი ბენეფიციარები დღეს ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკას სტუმრობდნენ.
ბავშვები გაეცნენ საბიბლიოთეკო ცხოვრების ერთ დღეს, დაათვალიერეს ბიბლიოთეკის სივრცეები, გაიგეს ბიბლიოთეკის პროექტების შესახებ და გამოთქვეს ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობის სურვილი.
ასოციაცია „გზამკვლევი“ არის ცენტრი, რომელიც აწვდის ABA თერაპიას აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებსა და მოზარდებს.
ვიზიტის დროს ბიბლიოთეკასა და ასოციაციის დამფუძნებლებს შორის დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.
გუკა, გიგი და მათი თანატოლები იმეგობრებენ ბიბლიოთეკასთან.